წესები
საიტის საერთო წესები
1. საერთო დებულებები:
- წესების არცოდნა არ ათავისუფლებს მომხმარებლებს მათი დაცვის აუცილებლობისგან.
- გარკვეულ განყოფილებებში არის წესები, რომელიც საიტის საერთო წესების დამატებაა და აწესრიგებს ამ საიტზე ურთიერთობას.
- საიტზე რეგისტრაცია ავტომატურად ნიშნავს წესებისადმი თქვენს თანხმობას და მათი შესრულების აუცილებლობას.
- პირადი საკითხების განხილვისათვის საიტზე არსებობს პირადი შეტყობინებების სისტემა. ადმინისტრაცია არ აკონტროლებს და არ ახდენს შეტყობინებების ფილტრაციას და, შესაბამისად, არ ეკისრება პასუხისმგებლობა მათ შინაარსზე. მაგრამ არაკორექტულად გამოყენების შემთხვევაში (სარეკლამო და შეურაცხყოფის შემცველი შეტყობინებების გაგზავნა) ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას დასაჯოს დამნაშავე.
2. იკრძალება:
- უცენზურო და ნებისმიერი ფორმით შეურაცხმყოფელი გამონათქვამები.
- წაქეზება მოქმედი კანონმდებლობის დარღვევისაკენ, ფაშიზმის, ნაციზმის, რასიზმის, ნარკომანიის პროპაგანდა, ეროვნებათაშორისი შუღლის გაღვივება, ასევე მასობრივი არეულობისკენ და ომისკენ მოწოდება.
- სექსუალური უმცირესობების შევიწროვება, დაცინვა და შეურაცხყოფა.
- წინასწარ ცნობილი ცრუ ინფორმაციის, ცილისწამების გამოქვეყნება.
- აკრძალულია სხვათა სარწმუნოების, ფაშისტური ან ნაცისტური სიმბოლიკის ან უხამსი და მორალურად შეურაცხმყოფელი ავატარების ან წარწერების დაყენება. ასეთი მომხმარებლის პროფილი გაუფრთხილებლად შეიძლება ჩასწორდეს. ასეთ შემთხვევაში პრეტენზიები არ მიიღება.
- სარეკლამო, ანტისარეკლამო ან კომერციული ინფორმაციის შემცველი თემების შექმნა, ასევე საიტების ლინკების გამოქვეყნება (მათ შორის მინაწერში), მათი პოპულარიზაციის მიზნით.
- ეროტიკული და პორნოგრაფიული ხასიათის ინფორმაციის, ლინკების და ამ თემატიკის საიტების პაროლების გამოქვეყნება.
- სიახლეების შექმნა, რომლებსაც აქვთ უშინაარსო სათაური და სიმბოლოების უაზრო კრებული.
- მოდერატორების და ადმინისტრაციის მოქმედებების განხილვა. თუ თქვენ გსურთ რაიმეს თქმა, გააკეთეთ ეს პირადად - ელ.ფოსტის, პერსონალური შეტყობინებების სისტემის ან სხვა საშუალებით.
3. წესრიგის დაცვის ზომები:
- წესრიგს იცავს საიტის ადმინისტრაცია ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას:
- დახუროს და წაშალოს სიახლეები, რომლებიც არღვევენ არსებულ წესებს.
- მოახდინოს წესრიგის დამრღვევთა ბლოკირება.
- ნუ მიაქცევთ ყურადღებას ხულიგნებს. ნუ უპასუხებთ მათ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ თვლით, რომ მოგაყენეს შეურაცხყოფა. ასეთ მოქმედებებზე რეაგირებას მოახდენს ადმინისტრაცია.
4. სასჯელი წესების დარღვევისას:
- ნებისმიერი წესის დარღვევისთვის პირველი გაფრთხილება სიტყვიერია.
- მეორე გაფრთხილება 1-3 დღის ბანი პოსტვის უფლების გარეშე.
- მესამე გაფრთხილება. 3-10 დღის ბანი.
- სერიოზული დარღვევების შემთხვევაში (არანორმატიული ლექსიკის გამოყენება, მომხმარებლების შეურაცხყოფა, მოხმობა უწესო ქმედებისაკენ, აშკარა რეკლამა) ბანი იქნება დადებული წინასწარი გაფრთხილების გარეშე. მისი ხანგრძლივობა დამოკიდებულია დარღვევის სიმძიმეზე და, შესაძლებელია, შეადგინოს 3 დღიდან 3 თვემდე.
- განსაკუთრებულად მძიმე დარღვევების შემთხვევაში, მომხმარებელს შეიძლება გაუფრთხილებლად მიეცეს სამუდამო ბანი.
5. სტატუსის მომატების წესები:
სტუმარი > მომხმარებელი > ელიტარული მომხმარებელი > მოდერატორი > ადმინისტრატორი.
სტუმარი რომ გახდეს მომხმარებელი
- უნდა დარეგისტრირდეს საიტზე.
მომხმარებელი რომ გახდეს ელიტარული მომხმარებელი
- საიტზე უნდა ჰქონდეს მინიმუმ 35 სიახლე.
ელიტარული მომხმარებელი რომ გახდეს მოდერატორი
- საიტზე უნდა ჰქონდეს მინიმუმ 70 სიახლე დადებული !
- საიტზე უნდა ჰქონდეს დამატებული 20+ აზრიანი კომენტარი.
მოდერატორი რომ გახდეს ადმინისტრატორი
- ეს სტატუსი არ გაიცემა !
6. სიახლის დამატების წესები
1) ყველა სურათი უნდა იყოს ატვირთული მხოლოდ ამ სურათების ჰოსტინგზე: picz.ge, radikal.cc და pix.ge/
►თუ თვლით რომ სიახლეს სურათი არ ჭირდება, ან თუ შეუძლებელია სქრინზე აისახოს, ასეთ შემთხვევაში შეგიძლიათ გამოიყენოთ ამათგან სასურველი სურათი:
►http://www.picz.ge/img/s3/1401/3/f/fb2e791aaaf2.jpg
2) ყველა ტიპის სიახლე უნდა იყოს *.zip, *.rar, *.iso ან *.exe არქივში, ხოლო არქივში სასურველი მეთოდით უნდა მიუთითოთ WAREZFOR.UCOZ.COM ანუ ჩვენი საიტის მისამართი.
3) ფაილების ასატვირთად გამოიყენეთ ფაილ ჰოსტინგები: mediafire.com, allshares.ge, youshare.ge, bin.ge ან mydisk.ge
►გაითვალისწინეთ, ამ ჰოსტინგებზე უნდა გქონდეთ რეგისტრაცია გავლილი, რომ შედარებით დიდი ხნით არ წაიშალოს თქვენი ფაილი, თუ არ იქნება აქტიური.
4) ნებისმიერ სიახლეს ეს იქნება პლუგინი პროგრამა მუვიკი თუ სხვა ნებისმიერი, სიახლის დასახელებად დაუწერეთ თავისი ორიგინალი დასახელება
5) სიახლის დადებამდე საიტზე ძიების დახმარებით აუცილებლად გადაამოწმეთ, იგივე სიახლე უკვე დევს თუ არა საიტზე, თუ უკვე დევს არ დაამატოთ მეორედ იგივე, ხოლო თუ იგივე უკვე დევს მაგრამ ეს მისგან რამით განსხვავდება, მაშინ შეგიძლიათ დაამატოთ.
6) სიახლის ახსნა უნდა იყოს აუცილებლად ქართული შრიფტით.
7) მოკლე ახსნაში ანუ მთავარ გვერდზე რაც ჩანს, მოკლედ მაგრამ გარკვევით უნდა იყოს ახსნილი რა სიახლეა ეს და რას ემსახურება, და არა მარტო ესე: ეს მაგარი რამეა დანარჩენი სრულიადში.
8) საიტზე დადებული ნებისმიერი სიახლე უნდა იყოს თქვენს მიერ შემოწმებული, პასუხისმგებელი უნდა იყოთ რომ თქვენი სიახლე-სტატია არის მუშა/სწორი. ეს ყველანაირი ნაგავის საიტი არ არის. სიახლის რაოდენობა არ არის მთავარი! მთავარია მისი ხარისხი და საჭიროება, სიახლის ხარისხისთვის უნდა ერკვეოდეთ სიახლის თემის შესაბამის საკითხში.